Monday, August 18, 2014


ძვირფასო მეზობლებო,

            გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ იმედი გვქონდა, რომ ყველას გაუხარდებოდა ის ამბავი, რომ ყინული დაიძრა და შესაძლებლობა გვაქვს სექტემბრის მეორე დეკადაში დაიწყოს სამუშაოები ყიშიძის ქუჩაზე.
            სამწუხაროდ, ამხანაგობის წევრი ლ.ბერუაშვილი კვლავ ცდილობს პროცესის ბლოკირებას.
            ა.წ. 18 აგვისტოს მან დააგზავნა წერილი, რომელსაც მიაბა მემორანდუმის ის ტექსტი, რომლის შენიშვნები ჯერ კიდევ ხუთშაბათს (14 აგვისტო) იყო ჩვენთვის ცნობილი და წარმოადგენდა ერთ-ერთ სამუშაო ვარიანტს.
            როგორც იგი აღნიშნავს, რამდენიმე შენიშვნა ჰქონდა ხ.რუხაიასა და ლ.ბერუაშვილის წარმომადგენელ იურისტ ლ.უფლისაშვილს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტთან დაკავშირებით, რამდენიმე შენიშვნა გვქონდა ჩვენც და ინვესტორსაც.
            ქ-ნ ხათუნა გრიგალაშვილსა და სანდრო ჯორბენაძეს ჰქონდა სამდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებები ინვესტორთან, რომლის შედეგადაც ინვესტორი დასთანხმდა ფართების გაყიდვას გადახურვის დამთავრების შემდეგ.
            16 აგვისტოს ხ.გრიგალაშვილს, ს.ჯორბენაძესა და ლ.უფლისაშვილს შორის შედგა შეთანხმება მემორანდუმის ყველა პუნქტზე. სამივემ განაცხადა, რომ არავითარი პრეტენზია მემორანდუმის პუნქტებთან დკავშირებით აღარ აქვთ და შემდგომი ეტაპი უნდა იყოს მემორანდუმზე ხელმოწერა.
            16 აგვისტოს შენიშვნების გათვალისწინებით, ხ,გრიგალაშვილმა შეიტანა შესწორებები მემორანდუმის ტექსტში და გამოაგზავნა ჩვენთან, ინვესტორთან და ლ.უფლისაშვილთან (რუხაიას და ბერუაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი).
            ქ-ნ ლ.ბერუაშვილის და სხვების გასაგონად გვინდა განვაცხადოთ, რომ იქამდე, სანამ არ დამთავრდება სამუშაო ტექსტის შეთანხმება მხარეებს შორის, არაეთიკური და უხერხულია მუშაობის პროცესის გამოქვეყნება და მასზე მსჯელობის აგება.
            აქედან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ მემორანდუმის ტექსტზე ჩვენც გვაქვს რამდენიმე შენიშვნა. მაგალითად, ვამატებთ არარადიაციული და ეკოლოგიური მასალით სახლის მშენებლობის მოთხოვნას და სხვ. ჯერ არ მიგვიღია ინვესტორის შენიშვნები. მიუხედავად ამისა, გადავწყვითეთ, რომ გამოვაქვეყნოთ მემორანდუმის ტექსტი 18 აგვისტოს მდგომარეობით, რათა ადგილი არ ჰქონდეს რაიმე სახის დეზინფორმაციას და იაფფასიან სპეკულაციას.
            სიამოვნებით მივიღებთ ტექსტის ირგვლივ გამოთქმულ ნებისმიერ შენიშვნას, რომელიც მიმართული იქნება მისი სრულყოფისაკენ, რათა უსწრაფეს ვადაში _ აგვისტოშივე მოეწეროს ხელი მემორანდუმს, რათა სექტემბრის შუა რიცხვებითვის დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.
            რაც შეეხება ფირმის ფინანსურ უზრუნველყოფას. მემორანდუმის ტექსტიდანაც ჩანს, რომ ინვესტორი არ ითხოვს მიწას, თავის ფართებს გაყიდის მხოლოდ შავი კარკასის დამთავრების შემდეგ, არშესრულებული ვალდებულების სანაცვლოდ, მთელი მისი ფართი გვრჩება ჩვენ, დავალიანებას იხდის ინვესტორი. ფაქტობრივად, ეს მეტიც კია, ვიდრე ფინანსური უზრუნველყოფა.
            ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ისმის კითხვა: რას ვკარგავთ ჩვენ იმ შემთხვევაში, თუ ფირმამ ვეღარ მოახერხა მშენებლობის გაგრძელება? იქნებ ვინმემ ჩამოთვალოს ის დანაკარგები რაც შეიძლება ამას მოჰყვეს?
            ინვესტორი კი კარგავს ყველაფერს _ თანხას, რომელიც დაახარჯა მშენებლობას და ფართებს, რომელსაც ჩვენ ვიბრუნებთ უკან. საგულისხმოა ისიც, რომ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ინვესტორი ხარჯავს ძალიან დიდ თანხას ტერიტორიის გასუფთავებაზე, სამხარაულის ექსპერტიზა ხარისხის შესაბამისობაზე, აუდიტის ჩატარება, პროექტის მომზადება და სხვ., რაც დაახლოებით 200000-300000 აშშ დოლარის ეკვივალენტია.

ძვირფასო „ყიფშიძელებო“!

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მემორანდუმის ტექსტი და გამოთქვათ შენიშვნები, რათა დროულად იქნეს ხელი მოწერილი მასზე და დაიწყოს მშენებლობა.

გილოცავთ ფერისცვალებას!

No comments:

Post a Comment