Sunday, August 17, 2014

„ბაგები-504-ის“ წევრებს

„ბაგები-504-ის“ წევრებს

ძვირფასო მეზობლებო!

            სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ საიტზე ინფორმაცია არ განახლებულა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინვესტორის ძებნა და დაინტერესება ამ ხნის მანძილზე შეჩერებული იყო.
            უამრავმა კერძო თუ იურიდიულმა პირმა გამოთქვა დაინტერესება ყიფშიძის ქუჩაზე სახლის ასაშენებლად, მაგრამ მდგომარეობის შესწავლის შემდეგ უარს აცხადებდნენ. მოლაპარაკებების ეტაპის შესახებ ინფორმაციას არ ვავრცელებდით, რადგან ასეთ ეტაპზე დაინტერესებულ პირებს არ მივიჩნევდით ინვესტორად.
            ბოლო პერიოდში გამოჩნდა ე.წ. „უკრაინელთა ჯგუფი“, რომელსაც ლობირებდა თემურ ჩარკვიანი. ჩარკვიანის თვითმკვლელობის შემდეგ „უკრაინელები“ აპირებდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებას (თავიანთი მოთხოვნების შესაბამისად).  
            თსუ მე-5 კორპუსში ჩატარებული კრების შემდეგ გამოჩნდა ე.წ. „ლუქსემბურგის ჯგუფი“ (შემდგომში ინვესტორი), რომლებთანაც მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები.
            ინვესტორთან (ძირითადად თსუ-ს ყოფილი თანამშრომლები) მუდმივ კავშირში არიან: ელგუჯა აკობია, მზია ცინცაძე, სანდრო ჯორბენაძე, ცაცო კოტეტიშვილი და სხვები. გარდა აღნიშნული პირებისა, „ბაგები-502-ის“ ინტერესებს იცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ცნობილი ადვოკატი, სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი, ქალბატონი ხათუნა გრიგალაშვილი. ქალბატონი ხ.გრიგალაშვილი არის ს.ჯორბენაძის მეგობარი და მისივე თხოვნით შეისწავლა ჩვენი მშენებლობნის საქმე და გვაძლევს კონსულტაციებს მშენებლობის სამართლებრივი მოწესრიგების თაობაზე.
            აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ხ.გრიგალაშვილი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ადვოკატს, თუმცა ჩვენ გვემსახურება აბსოლუტურად უფასოდ, ყოველგვარი თანხით ან ფართით ანაზღაურების გარეშე.
            შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ხ.გრიგალაშილთან ერთად. ამ შეხვედრებზე, გარდა ზემოთ აღნიშნული პირებისა მონაწილეობდნენ: ნუგზარ ივანიძე, გოგი ციციშვილი, ოთარ ბაქანიძე, ციცო ნიკოლეიშვილი, ომარ ქომურჯიშვილი, დავით კობახიძე, ნინო ბაბუნაშვილი, გურამ კუტალია, დოდო ადეიშვილი, ლაშა უფლისაშვილი, ხიმურ რუხაია, თემურ დვითაშვილი, ჯემალ როგავა.
            ხ.გრიგალაშვილისა და ს.ჯორბენძის ინვესტორთან რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ინვესტორი ფართებს გაყიდის მხოლოდ გადახურვის შემდეგ.
            გარდა ამ პირობისა, ინვესტორსა და „ბაგები-504-ს“ შორის მოხდება შეთანხმება შემდეგ პირობებზე:
1.      ინვესტორი  მშენებლობას ახარჯავს 14 მილიონ აშშ დოლარს;
2.      ინვესტორს არ აქვს  პრეტენზია ჩვენ მიწაზე;
3.      ყველა დავალიანებას (არსებულს ან მომავალში აღმოჩენილს) იხდის ინვესტორი;
4.      მშენებლობა დამთავრდება 2 წელიწადში;
5.      ინვესტორს გადაეცემა (გაყიდვის უფლების გარეშე) ყოველ აშნებულ სართულზე თავისი ფართი (გარდა „ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსებისა, ყველა დანარჩენ კორპუსში მე-2-მე-9 სართულები ეკუთვნის „ბაგები-504-ის“ წევრებს). იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი ვეღარ შეძლებს მშენებლობის დაფინანსებას, ეს გადაცემული ფართები უბრუნდება „ბაგები-504-ს“.


ინვესტორთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ხ.გრიგალაშვილი დაწერს მემორანდუმს, რომელსაც მოეწერება ხელი „ბაგები-504-ის“ წევრების მიერ.
            მემორანდუმის ხელმოწერიდან 3 თვის მანძილზე ინვესტორი მოაგვარებს საგადასახადო, საპროექტო პრობლემებს, ჩაატარებს ხარისხის შესაბმისობის ექსპერტიზასა და აუდიტს.
            მემორანდუმის ხელმოწერიდან 3 თვის შემდეგ ხელი მოეწერება ძირითად ხელშეკრულებას.
            მემორანდუმის ხელმოწერიდან 2 კვირის შემდეგ ინვესტორი იწყებს სამშენებლო ფართზე გამწმენდ სამუშაოებს.
            2014 წლის 16 აგვისტოს ერთი მხრივ ხ.გრიგალაშვილისა და ს.ჯორბენაძის, მეორე მხრივ ხ.რუხაიასა და ლ.ბერუაშვილის წარმომადგენელ ლ.უფლისაშვილს, ხოლო მესამე მხრივ ინვესტორის წარმომადგენელს შორის შედგა საბოლოო შეთანხმება მემორანდუმის საბოლოო პირობებზე.

            აღნიშნულ მემორანდუმს ინვესტორის მიერ თანხმობის მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ, რათა „ბაგები-504-ის“ წევრებს საშუალება ჰქონდეთ მისი გაცნობისა, ხოლო რამდენიმე დღეში მემორანდუმის დამტკიცებისა.    

No comments:

Post a Comment