Thursday, August 28, 2014

„ბაგები-502-ის“ ძვირფასო წევრებო,

შედგა ამხანაგობის წევრების შეხვედრა მემორანდუმის პირობებზე საბოლოო -შეთანხმება-შეჯამებასთან დაკავშირებით.
            შეხვედრას კოორდინაციას უწევდა ადვოკატი ხათუნა გრიგალაშვილი.
            შეხვედრას ესწრებოდნენ ინვესტორის წარმომადგენელი და არქიტექტორი.
            რამდენიმე საათიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმება და სადავო პირობები ჩამოყალიბდა ჩვენთვის მისაღები საშუალებების გათვალისწინებით.
            შეთანხმების შემდეგ, „ბაგები-502-ის“ ნდობით აღჭურვილი ქ-ნი ხ. გრიგალაშვილი ეწვია ინვესტორს ჩვენი მოთხოვნების შესათანხმებლად.
            ორსაათიან ლოდინს ფუჭად არ ჩაუვლია. ინვესტორი ყველა პირობას დათანხმდა.

            დეტალებს აქ აღარ განვიხილავთ, რადგან ყველა დამატებითი პირობა აისახება მემორანდუმის საბოლოო ტექსტში, რომელსაც მალე გამოვაქვეყნებთ.   

No comments:

Post a Comment