Tuesday, May 12, 2015

საგანგებო განცხადება

ამხანაგობა „ბაგები-502-ის“ წევრებო გვინდა გაცნობოთ ერთი სამწუხარო ამბავი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით (იხ. დანართი) 2015 წლის 29 აპრილს  დაკმაყოფილდა 8 მოსარჩელის სარჩელი და ჩვენ დაგვეკისრა მათი მოთხოვნილი თანხის ანაზღაურება. კერძოდ:
1.      მიხეილ ტაბლიაშვილის სასარგებლოდ _ 48 000 $  + 2479 ლარი +350 ლარი
2.      თამარ ველთაურის სასარგებლოდ _ 41 198.20 $ +2101 ლარი
3.      თამარ ბერიძის სასარგებლოდ _ 100 000 $ + 1 800 $ + 3 000 ლარი
4.      თამარ ჩხეტიანის სასარგებლოდ _ 41 185 $ + 2 255 ლარი
5.      ნინო ქაჯაიას სასარგებლოდ _ 89 440.32 $ + 214.76 $ + 3 000 ლარი
6.      თინათინ ლექვინაძის სასარგებლოდ _ 62 000 $ + 3 000 ლარი
7.      რევაზ ახრახაძის სასარგებლოდ _ 93 850 $
8.      თინათინ მუსერიძის სასარგებლოდ _ 85 830 $ + 3 000 ლარი
შეჯამების შემდეგ ეს თანხა შეადგენს 560 718 აშშ დოლარს და 19 185 ლარს, რაც დოლარის დღევანდელი კურსით (2.30) ჯამში გადასახდელი თანხა შეადგენს
1 300 000 (ერთი მილიონ სამასიათას) ლარზე მეტს, რაც თითოეული ოჯახისათვის 10100 ლარის გადახდას ითვალისწინებს.
სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე შეიძლება ყადაღა დაედოს თითოეული ჩვენგანის ქონებას ან სახელფასო და სხვა ანგარიშებს.
სამწუხაროა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე ხიმურ რუხაია და ქალბატონი ლია ბერუაშვილი წყნარად ხვდებიან ყოველივე ამას და მათ მიერ ამ მდგომარეობამდე მიყვანილ საქმეზე ისევ ფუჭ იმედებს ავრცელებენ ამხანაგობის წევრებში.
            მიგვაჩნია, რომ მათი უნიათობის, მრავალი უაზრო მოთხოვნის, საქმიანი წინადადებების ხელოვნურად დაბლოკვისა და სხვა დაინტერესების გამო აბსოლუტურად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
                საჭიროა სასწრაფო რეაგირება, რათა მოიძებნოს გამოსავალი ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

„        ველით თქვენ გამოხმაურებას.