Tuesday, May 12, 2015

საგანგებო განცხადება

ამხანაგობა „ბაგები-502-ის“ წევრებო გვინდა გაცნობოთ ერთი სამწუხარო ამბავი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით (იხ. დანართი) 2015 წლის 29 აპრილს  დაკმაყოფილდა 8 მოსარჩელის სარჩელი და ჩვენ დაგვეკისრა მათი მოთხოვნილი თანხის ანაზღაურება. კერძოდ:
1.      მიხეილ ტაბლიაშვილის სასარგებლოდ _ 48 000 $  + 2479 ლარი +350 ლარი
2.      თამარ ველთაურის სასარგებლოდ _ 41 198.20 $ +2101 ლარი
3.      თამარ ბერიძის სასარგებლოდ _ 100 000 $ + 1 800 $ + 3 000 ლარი
4.      თამარ ჩხეტიანის სასარგებლოდ _ 41 185 $ + 2 255 ლარი
5.      ნინო ქაჯაიას სასარგებლოდ _ 89 440.32 $ + 214.76 $ + 3 000 ლარი
6.      თინათინ ლექვინაძის სასარგებლოდ _ 62 000 $ + 3 000 ლარი
7.      რევაზ ახრახაძის სასარგებლოდ _ 93 850 $
8.      თინათინ მუსერიძის სასარგებლოდ _ 85 830 $ + 3 000 ლარი
შეჯამების შემდეგ ეს თანხა შეადგენს 560 718 აშშ დოლარს და 19 185 ლარს, რაც დოლარის დღევანდელი კურსით (2.30) ჯამში გადასახდელი თანხა შეადგენს
1 300 000 (ერთი მილიონ სამასიათას) ლარზე მეტს, რაც თითოეული ოჯახისათვის 10100 ლარის გადახდას ითვალისწინებს.
სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე შეიძლება ყადაღა დაედოს თითოეული ჩვენგანის ქონებას ან სახელფასო და სხვა ანგარიშებს.
სამწუხაროა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე ხიმურ რუხაია და ქალბატონი ლია ბერუაშვილი წყნარად ხვდებიან ყოველივე ამას და მათ მიერ ამ მდგომარეობამდე მიყვანილ საქმეზე ისევ ფუჭ იმედებს ავრცელებენ ამხანაგობის წევრებში.
            მიგვაჩნია, რომ მათი უნიათობის, მრავალი უაზრო მოთხოვნის, საქმიანი წინადადებების ხელოვნურად დაბლოკვისა და სხვა დაინტერესების გამო აბსოლუტურად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
                საჭიროა სასწრაფო რეაგირება, რათა მოიძებნოს გამოსავალი ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

„        ველით თქვენ გამოხმაურებას.













1 comment:

  1. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თსუ ერთობლივი საქმიანობის ბინათმშენებლობის ამხანაგობა ბაგები-502 სა და ე.სბ.ა ბაგები-504-ის დამფუძნებელ წევრებს

    1. გამოქვეყნებული დოკუმენტი გახლავთ სასამართლო სხდომის (ბოლო) ოქმი და არა სასამართლო გადაწყვეტილება! რომლის კანონიერ ძალაში შესვლისა და კიდევ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ გველოდება ყველა ის სანქცია, რომელიც დეტალურად აღწერეს ბლოგერებმა;
    რჩევა 1. ეგებ სასამართლოს ერთ სხდომას მაინც დასწრებოდა ბლოგერთაგან ერთი მაინც, შეტყობინებას ხომ ყოველი ჩვენთაგანი სასამაროსაგან პირადად იღებდა.
    შეხსენება 1. კანონიერ ძალაში შესვლა კი არა და, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები მოვშალეთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩვენი ქონების აუქციონზე გაყიდვის გადაწყვეტილებები გავაუქმეთ, და ჩვენი ქონება არ დავუთმეთ ჩვენს დამაქცევრებს ამხანაგობის ყველა „უნიათო“, „მრავალგზის საქმიანი წინადადებების ხელოვნურად დამლოკველებმა“ და „სხვა დაინტერესების“ მქონე ამხანაგობის წევრებმა, ცნობისათვის - უმრავლესოამ! ნათელში იყვნენ და იქნებიან აწგარდაცვლილნი ჩვენი ღირსებითა და პატიოსნებით გამორჩეული უნივერსიტეტელები.
    2. რაც შეეხება ოპერატიულ გადაწყვეტილებას ახლა და არა მარტო ახლა:
    მე, „უნიათოს“ ნამდვილად მქონდა სადღაც შორს მჟუტავი იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება იმას მაინც გაგაგებინედათ - ჩვენი ძალა ერთობაში იყო და არის, აი, ესაა ფუჭი იმედი, რომელსაც მხოლოდ ჩემთვის ვინახავდი! მეორე დღეს გადაწყვეტილების მიღებიდან ველაპარაკე ჩვენს სოციალურად დაუცველ წევრს, ბაჟის ქვითარი რომ არ გადავიხადოთ და მისი სახელით შევიდეთ და მერე ყველა „ავეკიდოთ“, და „აღელვებული“, მშვიდად ვუცდიდი იმ დროის გასვლას, როდემდესაც სასამართლომ შეიძლება არ ჩაგაბაროთ წერილობითი გადაწყვეტილება. იმედია თქვენც გაიგეთ რა რიცხვში იქნება ეს...(ცუდად გახლდით და იმ ბოლო სხდომაზე ვერ წავედი, შეგახსენებთ სასამართლოსთვის შესაგებლიდან დაწყებული ყველა დოკუმენტაციით დამთავრებული უჩემოდ არა გაკეთებულა... ბოლოს წინა სხდომაზე კი რაც შემეძლო (თქვენი წილი გავყიდოთ, ჩვენს ქონებას არ მოეძებნება მყიდველი, რომელიც ყველას გაისტუმრებს, ზუსტად ეგ თანხა სჭირდება აშენებასაც და მეტ მოგებას ინვესტორისა და ა.შ)!
    3. ჩემს სიწყნარესთან დაკავშირებით თქვენს გულწრფელი „წუხილს“ (თუ ეს, წუხილს გაგიქარვებთ) მალამოდ მხოლოდ იმას მოგცხებთ, რომ - გახსოვდეთ: მე მხოლოდ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, გულწრფელ და წესიერ ადამიანეთან „არ ვარ წყნარი“, ვღელავ, ვარწმუნებ, ათასმეერთე არგუმენტი მომყავს, ვთხოვ... ყველგან სხვაგან, თვით ჩემი ქვეყნის მტრებსაც კი, გაოცება არ დაუფარავთ ჩემი აუღელვებლობისადა გამო. და თუ დღეს გგონიათ რომ წყნარად ვარ - ჩათვალეთ, პირადად და მხოლოდ თქვენზე ღელვის საფუძველი თავად განსაჯეთ - ამის მერე მაქვს?! ისე, (თქვენთვის არ ვამობ) თქვენი დამაწყევარი და მტერი ჩვენი ქვეყნისა იყოს ისე წყნარად, მე რომ ვარ... აფერუმ თქვენს ადამიანობას, იურისტობას, მტკიცეულების გარეშე ბრალისა... მე თქვენგან ნატყორცნი ტალახი არ მაღელვებს, არც გული მტკივა - აწგარდაცვლილი ჩემი მაკარისაგან განსხვავებით... ფუჭი იმედები - ჩემი სტილი არაა, პირიქით - ჩემს წუხილს კი არა აღშფოთებას - ცუდადაა ჩვენი საქმე, ქონებას გვიყიდიან, გვართმევენ, თან მტკიცებულებებს გილაგებდით - რითი ხვდებოდით იმედია გახსოვთ.
    4. გირჩევთ ნუ იჩქარებთ ჩაიბაროთ სასამართლო გადაწყვეტილების დოკუმენტი! ჯერ გავერკვეთ ტექსტის მიხედვით რა შანსი გვაქვს „ავეკიდოთ“ სოციალურად დაუცველს!
    თუ ჭკუა გიჭრით - ახლა მაინც - საკუთარი ვალი ჩვენთან ერთად დაიცვათ როგორც ამხანაგობის ქონების თანამესაკუთრეებმა! - გიჯობთ, მერწმუნეთ (ესეც ბოლო რჩევა).
    და ბოლოს:
    მე თქვენ მზითვებში მოსამსახურედ არ მოგყოლივართ, 2 მკვდარი გაგიცოცხლეთ (502,504) კუთვნილი ქონება გაყიდვასაც გადაგირჩინეთ (ჭილაიას საქმიდან დაწყებული). „რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში“ ვაღიარებ - „ვერ შეგედრებით“, მიდით ბატონებო და ქალბატონებო, მე ჯერ ცოცხალი ვარ და დამიჯერეთ თქვენთან სრულიად აუღელვებელი ვიქნები - ოღონდ ჩვენს ერთობას საფრთხე არ დაემუქროს!
    უფალმა ჩვენ ჩვენი სიმართლით გვატაროს!
    ლია ბერუაშვილი-გაბრავასი.

    ReplyDelete