Friday, September 5, 2014

ამხანაგობის ძვირფასო წევრებო,

დღეს, 2014 წლის 5 სექტემბერს თსუ მე-5 (უცხო ენების) კორპუსში შედგა შეხვედრა ამხანაგობის წევრების, ადვოკატ  ხათუნა გრიგალაშვილსა და ინვესტორის წარმომადგენლებს  ̶  ირაკლი ხურციძესა და ალეკო ურთმელიძეს შორის.

შეხვედრაზე, ინვესტორის წარმომაგდენლების დასტურით საბოლოოდ ჩასწორდა ის შენიშვნები, რაც გააჩნდა ზოგიერთ წევრს.

გთავაზობთ ამ ტექსტის შინაარს (5 სექტემბრის ტექსტი).

ტექსტის გაცნობისა და მისი მისაღებობის შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი თანხმობა გამოხატოთ თანხმობის ბარათზე ხელმოწერით.

თანხმობის ბარათზე ხელმოწერა შესაძლებლია თსუ მე-5 (უცხო ენების) კორპუსი III სართული ოთახი - 316 (აქვე შეგეძლებათ მემორანდუმის ტექსტის კიდევ ერთხელ გადაკითხვა). ხელმოწერა იწარმოებს 2014 წლის 8 სექტემბრიდან - 12 სექტემბრის ჩათვლით.

მსურველებს შეუძლიათ თანხმობის ბარათი ამობეჭდონ, შეავსონ და გამოაგზავნონ ზემოაღნიშნულ მისამართზე.

ასეთი თანხმობის არსებობა აუცილებელია, რადგან მემორანდუმს ხელს აწერს „ბაგები-502-ის“ თავმჯდომარე (როგორც „ბაგები-504-ის თანათავმჯდომარე), რომელსაც ამ დელეგირებას ანიჭებს ამხანაგობის წევრები.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე ხელი მოაწეროთ თანხმობის ბარათს, რათა მემორანდუმზე იქნეს ხელი მოწერილი და სექტემბრის მეორე ნახევარშივე დაიწყოს მშენებლობა, რაც ყველა ჩვენგანის სურვილია.

ნებისმიერი საკითხის გაურკვევლობის შემთხვევაში დუკავშირდით ამხანაგობის წევრ სანდრო ჯორბენაძეს ან მზია ცინცაძეს.



No comments:

Post a Comment