Sunday, October 19, 2014

„ბაგები-502-ის“ წევრებს
ა.წ. 16 ოქტომბერს შედგა შეხვედრა ინვესტორთან, სადაც უნდა შემდგარიყო ხელმოწერა მემორანდუმზე.
           „ბაგები-502-ის“ თავმჯდომარის ხიმურ რუხაიას მიზანშეუწონელი კოთხვებისა და ახალი გაუაზრებელი, აბსურდული მოთხოვნების გამო ინვესტორმა გადადო ხელმოწერა.
        ძალიან სამწუხაროა, რომ „ბაგები-502-ის“ თავმჯდომარე ანგარიშს არ უწევს 80 ოჯახის ნებას და აჭიანურებს პროცესს, რათა არ მოაწეროს ხელი მემორანდუმს.      

ჩვენ (მემორანდუმის ინიციატორები და მშენებლობის გაგრძელების მსურველები) ყველანაირად ვცდილობთ დავარეგულიროთ სიტუაცია და ოქტომბრის ბოლომდე მოვაწერინოთ ხელი ინვესტორს მემორანდუმზე.

Friday, October 10, 2014

ფინიშის სწორზე ვართ ძვირფასი მეგობრებო

            პირველ რიგში უდიდესი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ თანხმობის ბარათზე ხელმომწერთ.
ხელმოწერის გამოცხადებისთანავე, „ბაგები-502-ის“ ზოგიერთი წევრის მიერ დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია ინვესტორის წინააღმდეგ და მოწოდებები თანხმობის ბარათზე ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ თანხმობის ბარათზე ხელმოწერა იყო აუცილებელი ნაბიჯი, რადგან არსებობდა რეალური მოლოდინი იმისა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს მემორანდუმზე არ მოეწერა ხელი. გარდა ამისა, თავიდან იქნა აცილებული საერთო კრების ჩატარება, რაც მუდმივი აგრესიული დაპირისპირების საფუძველი ხდება ხოლმე.
            სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ჩვენთვის პატივცემული კოლეგა-პროფესორები ქუჩის ჭორებსა და სახელის გამტეხ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციას უფრო უჯერებენ ვიდრე რეალობას.
            ჩვენ, საიტზე დავდეთ მემორანდუმის ტექსტი და ამხანაგობის წევრებს მოგმართეთ თხოვნით გამოგეთქვათ შენიშვნები და მოსაზრებები. იმის ნაცვლად, რომ ბატონი პროფესორები გაცნობოდნენ ტექსტს და გამოეთქვათ თავიანთი შენიშვნები, აყვნენ უაზრო ჭორებს და არ მოაწერეს ხელი თნხმობის ბარათს.
            ფაქტია, რომ ის ვინც მოუწოდებდა ხელის არმოწერას, არ სურს და ხელს უშლის მშენებლობის დაწყებას. ხელშეშლის ინტერესი ცალკე მსჯელობის საგანია.
            მიუხედავად ამგვარი დესტრუქციული მცდელობისა, 80-მა ოჯახმა მოაწერა ხელი, რაც 128 წევრის უმრავლესობას წარმოადგენს.
            ამ ხელმოწერის შედეგია ის, რომ ა.წ. 9 ოქტომბერს შედგა შეხვედრა ინვესტორთან.
            შეხვედრამ ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა და ინვესტორმა დაადასტურა მემორანდუმის პირობებზე თანხმობა.
            შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ინვესტორი მემორანდუმს ხელს მოაწერს სვეტიცხოვლობის კვირაში.
            ამის შემდეგ კი ხელს მოაწერს „ბაგები-502-ის“ თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას სურვილი ხელმოწერისა, რადგან ხელმოწერის ლეგიტიმაციას მას აძლევს 80 ოჯახის თანხმობა.
            გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ პირობები:
1.      მემორანდუმის ხელმოწერიდან 2 კვირის შემდეგ ინვესტორი იწყებს გასუფთავებით სამუშაოებს;
2.      აგვარებს პროექტის სკითხს;
3.      ატარებს ექსპერტიზას ხარისხზე და აუდიტს;
4.      აგვარებს ყადაღის საკითხს;
5.      უზრუნველყოფს კომპანია „თბილისის“ გასვლას “ბაგები-504-დან“
6.      მემორანდუმის ხელმოწერიდან 3 თვის შემდეგ ხელი მოეწერება ძირითად ხელშეკრულებას;
7.      აშენებს სახლს 24-30 თვეში;
8.      არ ითხოვს მიწას;
9.      გვაბარებს ბინებს თეთრი კარკასით;
10.  ინვესტორს გადაეცემა მისი კითვნილი ფართის ნახევარი, მხოლოდ კარკასის დამთავრების (სახურავის გადახურვის) შემდეგ;
11.  ყიდულობს „ბაგები-502-ის“ წევრების ბინებს მისთვის (ინვესტორისთვის) მისაღებ ფასებში;
12.  დანარჩენ პირობებს გაეცანით მემორანდუმის ტექსტში.
ამრიგად, მრავალთვიანი მოლაპარაკებები დასრულდა, ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია და დარჩა მხოლოდ ხელმოწერები.
ძვირფასო მეზობლებო,
      ფინიშის სწორზე ვართ. ხელმოწერების შემდეგ შესაძლებელია მშენებლობის გაგრძელება 1-ლი ნოემბრიდან.
      ვიმედოვნებთ, რომ ვერავითარი ცილისწამება, ჭორი და პოლიტიკური სიტუაცია ხელს ვეღარ შეუშლის მშენებლობის გაგრძელებას.